spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ქადაგიშვილი – საქართველო ყველასთვის ფეხების შესაწმენდი ქვეყანა არ არის, იქნება უკრაინის დეპუტატი თუ სახალხო დამცველი

ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ამ სახელმწიფოსთან ითანამშრომლოს, ისაუბროს ისე, როგორც ეს სუვერენულ სახელმწიფოსთან არის მიღებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა უკრაინის სახალხო დამცველზე საუბრისას განაცხადა.

 

“მიხეილ სააკაშვილი პატივს რომ არ სცემს იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტიც ერთ დროს იყო, ეს წესი და რიგი არ უნდა გახდეს. საქართველო ყველასთვის ფეხების შესაწმენდი ქვეყანა არ არის, იქნება უკრაინის დეპუტატი, თუ სახალხო დამცველი. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს პატივი სცეს. ჩვენი ქვეყნის შიდა მდგომარეობა პოლიტიკური მიზნებისთვის არავის ადვილად არ უნდა გამოვაყენებინოთ. ამიტომ, მან უნდა მიმართოს სახელწიფოს და შესაბამისი პროცედურები გაიაროს. შესაბამისი პატივისცემა გამოხატოს საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. ლაპარაკია საქართველოს სახელმწიფოზე – ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ამ სახელმწიფოსთან ითანამშრომლოს, ისაუბროს ისე, როგორც ეს სუვერენულ სახელმწიფოსთან არის მიღებული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

უკრაინის სახალხო დამცველს ლუდმილა დენისოვას მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე დღეს უარი უთხრეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები