spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ქადაგიშვილი – უკრაინის ხელისუფლების ეს წარმომადგენლები პირდაპირ პროვოკატორები არიან, მათი მიზანია, საქართველოში სიტუაცია არიონ

უკრაინის ხელისუფლების ეს წარმომადგენლები პირდაპირ პროვოკატორები არიან, რომელთა მიზანია, საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა დავით არახამიას განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

 

“ეს ყველაფერი არის საქართველოს წინააღმდეგ გაჩაღებული ჰიბრიდული ომის ნაწილი, სხვა კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. რამდენჯერმე იყო მოთხვნილი, რომ საქართველოს მიმართ მტრულ განცხადებებზე რაიმე მტკიცებულება წარმოედგინათ, მაგრამ არც ერთხელ მტკიცებულება არ წარმოადგინეს და აბსურდამდეც კი მივედით, როცა გვითხრეს, თავად წარმოადგინეთ მტკიცებულება, რომ არაფერს აშავებთო. ეს არის ჩვეულებრივი პროვოკატორის განცხადებები, რისი მიზანიცაა, რომ საქართველოში სიტუაცია არიონ და ხელისუფლებაში მოიყვანონ ის ხალხი, ვინც ქვეყანას ომისკენ წაიყვანს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

უკრაინის რადას პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის დავით არახამიას განცხადებით, “საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება“. 

 

“მალე ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია საქართველოდან მთავრობის მომხრე ბევრი დეპუტატისა და მინისტრის საზღვარგარეთ ტრანზაქციების, ასევე ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე“, – წერს არახამია “ტელეგრამზე”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები