spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ქარსელაძე – ექვსი ადამიანი, რომლებსაც ვერ ვუკავშირდებოდით, უკვე კავშირზეა და უსაფრთხოდ არიან

შოვში, სტიქიის ზონაში მყოფი 50-მდე ადამიანიდან, რომლებთანაც დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, ექვსთან დაკავშირება უკვე მოხერხდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განუცხადა.

 

“არიან ადამიანები, რომლებსაც ვერ ვუკავშირდებით. დაახლოებით 50-მდე ადამიანი იყო, თუმცა უახლესი ინფორმაცია არის ის, რომ ექვსი ადამიანი, რომლებსაც ვერ ვუკავშირდებოდით, უკვე კავშირზე არიან და უსაფრთხოდ არიან. ბუნებრივია, ეს პროცესი გრძელდება. 

 

მიუხედავად ღამის საათებისა, 150 მაშველი იმყოფება უშუალოდ სტიქიის არეალში, როგორც უკვე უსაფრთხო ადგილზე გამოყვანილი ადამიანების მხარდასაჭერად, ასევე იმ არეალში შესაძლებლობის ფარგლებში საძიებო სამუშაოების განსახორციელებლად“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები