spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ქავთარაძე – იმის ნაცვლად, “ქართული ოცნება” დღეს აქ იყოს წარმოდგენილი და ლობირებდეს საქართველოს, ამას ჩვენ ვაკეთებთ

იმის ნაცვლად, “ქართული ოცნება” დღეს აქ იყოს წარმოდგენილი და ლობირებდეს საქართველოს, ამას ჩვენ, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ვაკეთებთ და ვცდილობთ ორმხრივი ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან განვამტკიცოთ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ქავთარაძემ განაცხადა.

 

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლობითი დელეგაცია აშშ-ში მილუოკში იმყოფება, სადაც რესპუბლიკური პარტიის კონგრესი იმართება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიზიტის დროს, რაც შეიძლება მეტი შეხვედრა გავმართოთ. გუშინ კონგრესმენებს უკვე შევხვდით, სხვადასხვა ლიდერებთან, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და პოლიტიკოსებთან, რომლებიც თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ადევნებენ. მათ ჩვენგან მოისმინეს, თუ რა ხდება საქართველოში, რამდენად მნიშვნელოვანია მოახლოებული არჩევნები ქვეყნისათვის და ცალსახად უნდა ითქვას, რომ იმის ნაცვლად, “ქართული ოცნება” დღეს აქ იყოს წარმოდგენილი და ლობირებდეს საქართველოს, ამას ჩვენ, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ვაკეთებთ და ვცდილობთ ორმხრივი ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან განვამტკიცოთ”, – განაცხადა ირაკლი ქავთარაძემ.

 

“ნაციონალური მოძრაობის” საგარეო დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქავთარაძე და საგარეო მდივნის მოადგილე ალექსანდრე კრევო-ასათიანი აშშ-ში, მილუოკში რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე იმყოფებიან.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები