spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი შოთაძე – საქართველოში წითელი ცირკულარით ძებნილი იტალიის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი დააკავეს

გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, საქართველოში იტალიის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი დააკავეს, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

 

მისი თქმით, ამჟამად დაკავებული პირი საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.

 

“იტალიის კომპეტენტური ორგანოების შესაბამისი მოთხოვნით, ხსენებული პირი იმყოფება საექსტრადიციო პატიმრობაში. ექსტრადიციის პროცედურები დასრულებულია, მიღებულია მისი ექსტრადიციის გადაწყვეტილება იტალიაში და უახლოეს მომავალში მოხდება მისი ექსტრადირება. ბრალდებაა იტალიურ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობა და სხვადასხვა მძიმე დანაშაულებში მონაწილეობა იტალიის ტერიტორიაზე. საუბარია იტალიის ტერიტორიაზე მოქმედ ცნობილ დანაშაულებრივ დაჯგუფებაზე. იძებნებოდა წითელი ცირკულარით, იტალიელია“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები