spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ზარქუა – ამ ხალხისგან დაკომპლექტებული კომისიისგან რას უნდა ველოდოთ

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შესარჩევ კომისიასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ „ვინც კომისიაშია თავის დროზე ქვეყანას უმუხთლეს“.

 

“ვინც არიან კომისიაში, თავის დროზე ქვეყანას უმუხთლეს. მცდელობა ჰქონდათ, ჩამოეშალათ და ეროვნული ბანკის პარალიზება მოეხდინათ. ასეთი ადამიანების შერჩეული რა იქნება. ისევ იქნება ცალ ფეხზე მდგომი, სავარაუდოდ, რომელიც ქვეყნის გარედან პატრონს ან დირექტივას დაელოდება და როდესაც იქნება ბრძანება, შესაბამისად მოიქცევა“, – აღნიშნავს ზარქუა.

 

ზარქუა კომისიის შემადგენლობაში არჩილ მესტვირიშვილის კანდიდატურის დასახელებასაც ეხმიანება და აცხადებს, რომ მაშინ როდესაც, საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში იყო, მესტვირიშვილმა გაურკვეველი მიზეზით დატოვა ეროვნული ბანკის თანამდებობა.

 

ზარქუას თქმით, ასეთი დაკომპლექტებული კომისიისგან კარგს არაფერს უნდა ველოდოთ. 

 
“ბატონი მესტვირიშვილი გახსოვთ ამ პროცესში, როდესაც კანდიდატის სტატუსს ველოდებოდით და ვცდილობდით, მაკროეკონომიკური პარამეტრები დაბალანსებული გვქონოდა, ეკონომიკას, ქვეყანას დაარტყა და ეროვნული ბანკის თანამდებობა დატოვა. მიზეზი ჩვენთვის გაუგებარი იყო და  ეს ადამიანი ჰყავს კომისიაში.  

 

თუ არ ვცდები, მეორე არის სხულუხია, რომელიც ფონ კრამონის მეგობარია და ფონ კრამონის მეგობარი რა იქნება ხომ წარმოგიდგენიათ. კიდევ არის იქ ოპოზიციური არხებიდან ჩასმული ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული ხედვა აქვთ, ამ ადამიანებისგან შეკრა კომისია ჩვენმა სასახელო პრეზიდენტმა. ამ ხალხისგან დაკომპლექტებული კომისიისგან რას უნდა ველოდოთ – არაფერს კარგს“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები