spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ზარქუა – ამათი სანქციები უკვე კომიკურ ხასიათს იღებს, თუ ქართველობის დაცვის გამო უნდა დაგვასანქცირონ, დაე, იყოს ასე

ამათი სანქციები უკვე კომიკურ ხასიათს იღებს, თუ ქართველობის დაცვის გამო უნდა დაგვასანქცირონ, დაე, იყოს ასე! ჩვენ ქართველები ვართ, ამით ვერავინ შეგვაშინებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, არ იცის, თავად არის თუ არა დასანქცირებულთა სიაში.

“ჩვენ ამით ვერავინ შეგვაშინებს, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით რასაც ვაკეთებთ. ვიცავთ მართლმადიდებლობას, ქართველობას და ჩვენს ადათ-წესებს.

ამათი სანქციები უკვე კომიკურ ხასიათს იღებს. ვის ასანქცირებენ? მე ვარ თუ არა დასანქცირებული ვერ გავიგე, ვერ ჩამოყალიბდნენ. ჩვენი ოჯახის წევრები, ზოგი კოლეგა იყო ამერიკაშიც, ევროპაშიც, მეც გახლდით, არავინ არ არის დასანქცირებული. არ გამოვრიცხავ ზუსტად ანალოგიური მიდგომა ჰქონდეთ აქაც. არ ვიცი, ერთმანეთს ატყუებენ თუ რა. თუ ქართველობის დაცვის, ჩვენი ინტერესების დაცვის გამო უნდა დაგვასანქცირონ, დაე, იყოს ასე! ამას არ შევუშინდებით! ჩვენ ქართველები ვართ. უთავმოყვარეოები, უპრინციპოები და “ჩახდილები” ეგერ არიან და დაიცავით“, – განაცხადა ზარქუამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვებს აწესებს. სანქციები დაუწესდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორ ზვიად ხარაზიშვილს (ხარება) და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, “ალტ-ინფოს” ლიდერებს — კონსტანტინე მორგოშიასა და ზურა მახარაძეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები