“ამაზე უკეთეს დასკვნას ინატრებდა ევროპის წამყვანი სახელმწიფოები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
“ერთხმად აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო გარემო არის მშვიდი, შესაბამისობაში იმ იდეალურ გარემოსთან, რაც უნდა იყოს წინასაარჩევნოდ. მეორე თემა იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიშელის დოკუმენტიდან გავედით, ის რეფორმები, რაც ვთქვით და დავპირდით მოსახლეობას, რომ ბოლომდე მივიყვანდით, მათ შორის საარჩევნო რეფორმა, მიყვანილია, გათვალისწინებულია მაქსიმალურად და მათ აღნიშნეს ეს. მათ შორის არის საუბარი მედიაპლურალიზმზე, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა თავისი პოზიცია გამოხატოს და გააშუქოს. ამაზე უკეთეს დასკვნას ინატრებდა ევროპის წამყვანი სახელმწიფოები“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.