spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ზარქუა – აქცია მილევად რეჟიმშია, ტყუილად ნუ დაკარგავენ დროს იქ დგომით, არ გაცივდნენ

ჩვენ არც გვაინტერესებს მათი აზრი, რადგან ჩვეულებრივი „ნაცსექტის“ დამატებები არიან, ლობისტური კომპანიების მიერ დაქირავებული მუშაკები, რომლებიც ცდილობენ, უსამშობლოების გარკვეული ჯგუფები კიდევ უფრო გააძლიერონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ევროპარლამენტარების ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

“ევროპარლამენტარები დღეს მორიგი ვიზიტით იმყოფებიან, რომლებიც ხომ იცით, ვინც არიან, დაკავებულები არიან საქართველოს გაშავებით. რეზოლუციას რეზოლუციაზე იღებენ, რომ თურმე სააკაშვილს ვკლავთ, ჯიგარი ეგერ კი იცით, ემუქრება კიდეც გარკვეულ ჯგუფებს და იქიდან მოძღვრავს რევოლუციურ სცენარს, მშვენივრად არის. მეორე ევრორეზოლუციაში ჩაგვიწერეს, რომ თურმე კეზერაშვილი არის მედიამენეჯერი. აი, ასეთი უსამართლო რეზოლუციების ავტორები ჩამოვიდნენ და ბუნებრივია, ჩვენ არც გვაინტერესებს მათი აზრი, რადგან ჩვეულებრივი “ნაცსექტის” დამატებები არიან, ლობისტური კომპანიების მიერ დაქირავებული მუშაკები, რომლებიც ცდილობენ, უსამშობლოების გარკვეული ჯგუფები კიდევ უფრო გააძლიერონ. მილევად რეჟიმშია, გადაეცით რომ დააგვიანეს უკვე, საქართველოში „ნაცმაიდანი“ არ მოხდება, ასე რომ, ტყუილად ნუ დაკარგავენ დროს იქ დგომით, არ გაცივდნენ. ამას სჯობია ისევ ჩვენი კულტურა ნახონ, გაიარონ სხვადასხვა კუთხეში, ხალხს შეხვდნენ, დაელაპარაკონ და მიხვდებიან, რომ ამ უსამშობლოებს დასაყრდენი საქართველოში არ აქვთ.

ზურა გირჩ ჩახდილთან საუბრით და დანარჩენ უსამშობლობო ნაცმენეჯერებთან საუბრით ნუ დაკარგავენ დროს. გაანებონ თავი, ამათი თემა დასრულებულია. თუ ქვეყნის შეცნობა უნდათ, მიბრძანდნენ ულამაზესი კულტურის, უმდიდრესი კულტურის ქვეყანა არის საქართველო და დაინტერესდნენ, მათ შორის, სტუმარმასპინძლობის წესით, ტრადიციებით, მართლმადიდებლობით და მერე იქნებ გაუნათდეთ გონება და მიხვდნენ, რომ არ ღირს ამ უსამშობლოების დევნა. დანარჩენს რაც შეეხება, რამდენიც უნდა, იმდენი ჩამოვიდნენ და ერთმანეთში ილაპარაკონ. კუბილიუსა ხომ არ დატოვეს? კუბილიუს აქაც კი მოგტეხეს ჩემო ძმაო. სწორია, ადრე ჩვენ გვამუნათებდი არარეალურ, არაადეკვატურ რაღაცებს გვიწერდი ევრორეზოლუციაში, მახსოვს, მოწოდებებიც. თქვენმა კოლეგებმა მიგიჩნიეს, რომ არ არის თქვენი საქმე პოლიტიკა და კოსმოსის შემსწავლელი მიმართულებით გაგიშვეს. იქ არის თქვენი ადგილი, კოსმოსი შეისწავლეთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები