spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ზარქუა – ბატონ ზელენსკის ვურჩევდი, უფრო კონცენტრირდეს იმ გამოწვევებზე, რაც რეალურად აქვს უკრაინას

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა უკრაინის პრეზიდენტს ურჩევს, საკუთარი ქვეყნის გამოწვევებზე კონცეტრირდეს.

 

ასე გამოეხმაურა ზარქუა უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოსკოვი საქართველოსთან რუსული პროდუქციის რეექსპორტის მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

 

“ბატონ ზელენსკის ვურჩევდი, უფრო კონცენტრირდეს იმ გამოწვევებზე, რაც რეალურად აქვს უკრაინას. რომ აგრესორი, რომელიც ჩვენი საერთო მტერია, რამენაირად შეაჩეროს, რამენაირად გადაარჩინოს სიცოცხლეები უკრაინაში და თავისი ქვეყანა, ამაზე ვურჩევდი კონცენტრირებას და არა ამ აბსურდულ ბრალდებებზე”, – განაცხადა ზარქუამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები