spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ზარქუა – ეს არის ფასიანი ლობისტი, ჩვეულებრივი რიგითი ჭანჭიკია უკრაინის მთავრობაში, “ჭე” კლასის მრჩეველი

“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას გამოეხმარა, რომელმაც განაცხადა, რომ პრორუსი ოლიგარქები, მათ შორის ივანიშვილი, სანქცირებულთა სიაში უნდა იყვნენ.

 

“პოდოლიაკი და კიდევ მისი ძმანი მისნი, ეს არ არის ჩვენთვის საინტერესო. ეს არის “ჭე” კლასის, თუ არ ვცდები ვიღაც მრჩევლები, რომლებსაც შიგნითაც არ უსმენენ და რამდენადაც გავიგე, თურმე უკრაინის ის მაგარი ბიჭები, მებრძოლი ბიჭები ემუქრებიან კიდეც მათი არასწორი განცხადების და პოლიტიკის გამო და ბუნებრივია, ასეთ ადამიანს ახლა შენ ობიექტურობა და სამართლიანობა მოსთხოვო, გაჭირდება. 

 

ეს არის ფასიანი ლობისტი სავარაუდოდ, სააკაშვილის, რომელიც ჰყავს უკრაინაში მიმოფანტული, უამრავი ჰყავს მათ შორის მთავრობაში, მათ შორის და ამიტომ ამაზე დროს ნუ დამაკარგვინებთ. ჩვეულებრივი რიგითი ჭანჭიკია უკრაინის მთავრობაში“, – განაცხადა ზარქუამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები