spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ზარქუა – “Подоляк, ты просто подонок” – ეს შემიძლია ვთქვა, სხვას არ იმსახურებს ეს ადამიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მოადგილის მიხეილ პოდოლიაკის მიერ ტვ „ფორმულას“ ეთერში გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ „ივანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულებები არსებობს“. 

 

“წარმოიდგინეთ, ცეცხლის ალშია გახვეული უკრაინა, უტევს მტერი, უტევს რუსეთი და ამ დროს ეს ვინმე „ჭ“ კლასის ექსპერტი, დამხმარე თუ მრჩეველი ბედავს და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეს ბრალს დებს უსაფუძვლო, უარგუმენტო ქმედებაში. მან თქვა, რომ ამოწურა ბიზნეს ინტერესები, მისი ინტერესია ერთი – საქართველო იყოს განვითარებული და ევროპულ ინტეგრაციაში, ეს თქვა და ეს გააკეთა კიდეც, ხოლო ისეთნაირი ხელმოცარულები როგორებიც არიან არესტოვიჩები და მათ შორის პოდოლიაკები, ეს არის… „подоляк, ты просто подонок“- ეს შემიძლია ვთქვა, სხვას არ იმსახურებს ეს ადამიანი საქართველოსგან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები