ბრიუსელში ხაბე რომ დადის, აქ უკვე დამთავრებულია როგორც მთავარი პოლიტიკური ორგანიზაციის მიზნები, ამოცანები და ხედვები, თუმცა ეს მათი შიდა სამზარეულოა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
“შეხვდა თუ არ ვცდები კუბილიუსს, ანუ ერთი წყალწაღებული მეორე წყალწაღებულს შეხვდა. თქვენ რომ მოიკითხოთ, მაგალითად, კუბილიუსს რა განწყობა აქვს თავის ქვეყანაში და ქალბატონი რასა, განცხადებებს რომ აკეთებს.
მემგონი ჭიჭე ვაშაძეს უფრო მეტი რეიტინგი აქვს აქ 1% აქვს, ვიდრე იმათ თავიანთ ქვეყნებში და აი, ასეთ ხელმოცარულ პოლიტიკოსებს ხვდებიან და მათი არჩევანია, რაც უნდათ ის ილაპარაკონ”, – განაცხადა ზარქუამ.
“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ბრიუსელში იმყოფება, სადაც შეხვედრებს მართავს.