spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ზარქუა – მე მათ ტრაგედიაზე მონადირენი დავარქვი

ძალიან ცუდია, რასაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებისგან ვისმენთ, მე მათ ტრაგედიაზე მონადირენი დავარქვი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ “იმედის” ეთერში განაცხადა.

 

“დღეს მერიასთან მივიდნენ, 10 კაციც ვერ შეკრიბეს, აფრიალებდნენ დღის წესრიგს, თურმე კახი კალაძე კონცერტებზე საუბარს აპირებდა. ამით ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და შექმნან რაღაცის მუხტი. მათ მხოლოდ სიცრუის ტირაჟირება შეუძლიათ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

თბილისის საკრებულოს ოპოზიციის წევრები დღეს დედაქალაქის სხდომაზე დასასწრებად მივიდნენ, თუმცა ისინი შენობაშიც კი არ შეუშვეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები