spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ზარქუა – ომში ჩართული ქვეყნის პრეზიდენტი იცლის იმისთვის, რომ ლუქს პალატაში მოთავსებულ დამნაშავეზე განცხადებები აკეთოს

ომში ჩართული ქვეყნის პრეზიდენტი იცლის იმისთვის, რომ ლუქს პალატაში მოთავსებულ დამნაშავეზე განცხადებები აკეთოს. მიხეილ სააკაშვილი ლუქს პალატაშია, სადაც ყველა სამედიცინო სერვისი აქვს და ის ექიმებზე ძალადობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

 

“ომში ჩართული ქვეყნის პრეზიდენტი იცლის იმისთვის, რომ ლუქს პალატაში მოთავსებულ დამნაშავეზე განცხადებები აკეთოს. ეტყობა, მთელ მსოფლიოს ფასიანი ლობისტები ისე არიან მოდებული, რომ ოჯახმა სააკაშვილისთვის დაიქირავა არა ექიმები, არამედ იურიდიული და პიარკომპანია, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით სააკაშვილის ფოტოები გამოაქვთ და ამას აზიარებენ. 

 

მათ სიმართლე არ აინტერესებთ, აინტერესებთ ის, რომ პატიმარი სააკაშვილი საპატიმროს აარიდონ, რაც ასე არ გამოვა. ადამიანს კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი,  გაყალბებული სამედიცინო დასკვნა დაიდო და მანიპულაციებს აქვს ადგილი, რაც გუშინ დამტკიცდა. ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილი ლუქს პალატაშია მოთავსებული, სადაც ყველა სამედიცინო სერვისი აქვს და ის ექიმებზე ძალადობს“, – განუცხადა ირაკლი ზარქუამ პირველ არხს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები