spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ზარქუა – ორი ადამიანი ჩამოვა დეკემბერში, დასკვნას დადებენ, რომ უფლებამოსილება აქვს ამ პარლამენტს

დღეიდან უკვე აქვთ უფლებამოსილება, დაწერონ განცხადებები, ჩვენ დავაკმაყოფილებთ. აქამდე რაც ჰქონდათ დაწერილი, არის სიცრუე. არ ჰქონდათ მანდატი, განცხადება დაეწერათ. მოტყუებულ ხალხს დაატარებენ ზემოთ და ქვემოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

“იმ უსამშობლოებს, ვისაც არ უნდათ, თავიანთი ამომრჩევლის ხმა გაახმოვანონ პარლამენტში, მიეცემათ შესაძლებლობა, დაწერონ განცხადებები. დღეიდან უკვე აქვთ უფლებამოსილება, დაწერონ განცხადებები, ჩვენ დავაკმაყოფილებთ. აქამდე რაც ჰქონდათ დაწერილი, არის სიცრუე. არ ჰქონდათ მანდატი, განცხადება დაეწერათ. მოტყუებულ ხალხს დაატარებენ ზემოთ და ქვემოთ. ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს 2020 წელს. პუფები იყვნენ, შემოვიდნენ, დარჩნენ პუფებად. ახლა იმავე სცენარს გადიან. მინდა, ახალგაზრდებს და იმ ხალხს, ვისაც ატყუებენ, ვუთხრა, მიბრძანდით სახლში, ნუ აჰყვებით ამათ. დღეს ყველა უწყება, ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია მუშაობს გამართულად. დღეს დავამტკიცებთ მთავრობასაც, შესაბამისად, ეს ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას, ხოლო უსამშობლოები იქნებიან ყოველთვის ასეთ მოცემულობაში.

კიდევ ერთხელ მინდა, ახალგაზრდებს ვუთხრა: მეგობრებო, გატყუებენ. აქვთ მცდელობები, უკვე საელჩოებთან მუშაობენ ეს უსამშობლოები, რომ რამენაირად “გაიპრავონ“ პარლამენტში შემოსვლა. გეტყვით ორ სცენარს, რასაც ისინი აკეთებენ. პირველი: ბორელის ინიციატივას ელოდებიან. ორი ადამიანი ჩამოვა დეკემბერში, შესაბამისად, შეისწავლიან. ჩვენც გვექნება შესაბამის უწყებებთან შეხვედრები. დარწმუნდებიან, ჩავლენ და იტყვიან, რომ კი, შეიძლება გარკვეული ხარვეზები იყო, მაგრამ არჩევნები შედგა, ჩატარდა და შესაბამისად, უფლებამოსილება აქვს ამ პარლამენტს. ამ დასკვნას დადებენ. ჩვენს თემებში რატომ ერევიან, ეს ცალკე თემაა, მაგრამ მე გეუბნებით მაინც, რადგან ეს გადაწყვეტილება მიიღო გარკვეულმა ჯგუფმა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ეს ერთი; უსამშობლოების ნაწილი გამოვა და იტყვის, აბა, რა უნდა ვქნათ, ევროპამ აღიარა და ჩვენც უნდა შევიდეთ. მეორე ვარიანტი აქვთ, რომ ჩვენი მეგობარი საელჩოების წარმომადგენლები გამოვლენ და იტყვიან, იცით რა, აზრი არ აქვს თქვენს ახლა ზემოთ და ქვემოთ ხეტიალს, დაფინანსებაც არ გექნებათ და შესაბამისად, შედით პარლამენტში. გამოვლენ მორიგი პუფები და იტყვიან, აბა, რა უნდა ვქნათ?! ხალხს დააბრალებენ, თქვენ არ გამოდიხართ და ჩვენ რა ვქნათო. კიდევ ერთხელ გეუბნებით – ესენი არიან უთავმოყვარეო, უპრინციპო, უსამშობლოები. ამიტომ შეეშვით, ნუ დაჰყვებით ამათ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები