spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ზარქუა – შტერობაა, არავინ არ კითხულობს, ორი თუ სამი ადამიანი ებრძვის ბიძინას

“ქართული ოცნების” დეპუტატის ირაკლი ზარქუას აზრით, “შტერობაა” კითხვის დასმა იმაზე, შეეხება თუ არა დეოლიგარქიზაციის კანონი ბიძინა ივანიშვილს. 

 

მისი განცხადებით, ევროპარლამენტარები რასა იუკნევიჩიენე და ანდრიუს კუბილიუსი ფასიანი ლობისტები და “ნაციონალური მოძრაობის” პარტნიორები არიან.

 

“აი, ახლა ამ შტერობას თუ დასვამ კითხვას, რანაირად გიპასუხო, შტერობაა ბოდიში, ეს რაც იკითხე ახლა. არა, არავინ არ საუბრობს, არა, შტერობაა. შტერობაა კითხვა და თუ მიიღებ, მაშინ შენც გეხება ესე იგი.  შტერობაათქო ამ კითხვას რომ სვამ, არსად, არავინ არ კითხულობს, ერთი არის ქალბატონი რასა, რომელიც არის პირდაპირ პოლიტიკური პარტნიორ ენმ-ს და ფასიანი ლობისტი, გინდა ეს მათქმევინო? აგერ მიიღე, ოღონდ არ შემაწყვეტინო, მეორე არის კუბილიუსი, რომელიც არის ჩვეულებრივი პარტიის წევრი ენმ-ის და ეს ორი თუ სამი ადამიანი კითხულობს და ებრძვის ბიძინას. ბიძინა არის ქველმოქმედი, არის ის ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა”, – განაცხადა ზარქუამ “მთავარი არხის” ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები