spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი ზარქუა – თუ რუსეთთან პირდაპირი რეისები აღდგება, რომელსაც არ დაადგა საშველი, ძალიან გაუხარდება მოსახლეობას

“ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას მიესალმება, რადგან მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს ეკონომიკას “წინ წაწევს”. 

 

“ჩემთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარება, დასაქმების პრობლემის მოგვარება, ტურისტული სექტორის განვითარება. როდესაც რუსეთიდან ვღებულობთ ტურისტებს, ჩვეულებრივად მხარჯავები არიან, ხარჯავენ და შემოდიან. ახლა თვითმფრინავის აღდგება პრობლემაა თუ არა, ასე რომ სვამთ კითხვას, ეს არის ჩემთვის მიუღებელი. 

 

მე მგონია, რომ თუ პირდაპირი რეისები აღდგება, რომელსაც არ დაადგა საშველი, ძალიან გაუხარდება ჩემს მოსახლეობას, ჩემს ეკონომიკასაც და წინ წაგვწევს. ვიღაც იტყვის, რუსეთიდან… რუსეთში ექსპორტი გადის, რა? სააკაშვილის დროსაც გადიოდა. მერე იმდენი გააკეთა ჩაკეტეს და ჩვენი მოსახლეობა ულუკმაპუროდ დატოვა. დივერსიფიცირება, რაც ახლა გვაქვს, ასეთი არასდროს არ ყოფილა. ევროპის ბაზარზე ჩვენი ექსპორტის 25%-ზე მეტი გადის და ეს ჩვენ მოვახერხეთ. ამიტომ, არ აურიოთ, ეკონომიკა ერთია. არ ვიცი ვინ აცხადებს, მარა, არამგონია ამას სერიოზულად მოჰყვეს შედეგი, რადგან ისინი არიან გადამგდებები. 

 

თუ აღდგა პირდაპირი მიმოსვლა, მივესალმები, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ამით ჩემი მოსახლეობა, ჩემი ეკონომიკა, ჩემი ტურიზმი წინ წაიწევს კიდევ”, – განაცხადა ზარქუამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები