spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირანის ისტორიაში პირველად პრეზიდენტობის კანდიდატად ქალი დარეგისტრირდა

ირანის ისტორიაში პირველად, საპრეზიდენტო არჩევნებში, პრეზიდენტობის კანდიდატად ქალი დარეგისტრირდა.

 

57 წლის ზოჰრე ელაჰიანი ყოფილი დეპუტატია.

 

ელაჰიანმა რეგისტრაციის შემდეგ თავისი საარჩევნო სლოგანი “ჯანსაღი მთავრობა, ჯანსაღი ეკონომიკა, ჯანსაღი საზოგადოება,” გააჟღერა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პირობა დადო.

 

ის ორგზის პარლამენტარია და ხისტი პოლიტიკის მომხრეა. ის ჰიჯაბის ტარების მომხრეა.

 

მანამდე ირანის საარჩევნო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სამი ქალი არ დაარეგისტრირეს, რადგანაც ისინი “კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდნენ“.

 

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი სულ 17 ადამიანმა გამოთქვა.

 

მათ შორის არის თეირანის მერი ალირეზ ზაკანი, ირანის საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი თავმჯდომარე ალი ლარიჯანი, ირანის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი აბდოლნასერ ჰემათი, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლეს საბჭოში ქვეყნის სულიერი ლიდერის წარმომადგენელი საიდ ჯალილი, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყოფილი მეთაური ვაჰიდ ჰაგანიანი და ირანის პარლამენტის ექვსი მოქმედი და ხუთი ყოფილი წევრი.

 

ირანის ისლამური რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები