ირანმა თავისი ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. მანამდე ცოტა ხნით ადრე იყო გაფრთხილება შესაძლო თავდასხმის შესახებ.
The Jerusalem Post-ის ცნობით, ირანიდან ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული.
მანამდე მედია წერდა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით შესაძლოა, 250-მდე რაკეტა გაუშვას.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელმა მოქალაქეებისთვის ინსტრუქციები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რაიონში გაავრცელა.
“მოსახლეობას მოვუწოდებთ, დაიცვას მითითებები. სირენის გაგონებისას უნდა შეხვიდეთ დაცულ ტერიტორიაზე და დარჩეთ შემდგომ მითითებამდე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე მონაცემებით, ისრაელის ყველა მშვიდობიანი მოქალაქე თავშესაფრებში იმყოფება.
“ვთხოვთ საზოგადოებას, შეასრულოს ინსტრუქციები. ირანიდან ცეცხლი შესაძლოა, ფართომასშტაბიანი იყოს”, – განაცხადა IDF-ის წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარმა.