spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირანში მოკლეს პოლკოვნიკი, რომელიც შესაძლოა, რუსეთისთვის დრონების მიწოდებაზე იყო პასუხისმგებელი

ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ზაჰედანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) პოლკოვნიკი მოკლეს. 

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, მეჰდი მოლაშაჰი “ბასიჯის” (ირანელი მოხალისეების სამხედრო დაჯგუფება) ერთ-ერთ მეთაურთან ერთად ავტომობილში ჩაცხრილეს.  

 

რეჟიმის მობილურ “იანიჩართა” ამ ერთეულს ბრალად ედება ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების სასტიკი ჩახშობა ბოლო წლების განმავლობაში.

 

ზოგიერთი მონაცემებით, ეს ადამიანები იყვნენ პასუხისმგებელი რუსეთისთვის ირანული კამიკაძე-დრონების მიწოდებაზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები