spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირანში სიკვდილით დასჯის განაჩენი საპროტესტო აქციების კიდევ ორი მონაწილეს გამოუტანეს

ირანის ხელისუფლებამ დღეს სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება კიდევ ორი ახალგაზრდის მიმართ გამოიტანა, რომელთაც მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან აფილირებული ბასიჯის მოხალისეთა წევრების მკვლელობა ედებათ ბრალად.

 

მსჯავრდებულები მოჰამად ქარამი და მოჰამად ჰოსეინი არიან. 

 

სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ასობით ადამიანი პოლიციის მხრიდან ძალადობას ემსხვერპლა, ათობით აქტივისტს კი ირანის სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა.

 

ბოლო მონაცემებით, აქციების შედეგად 517 ადამიანი დაიღუპა და თითქმის 20 ათასამდე დააკავეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები