spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი მოსწონს

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ კვლევის თანახმად, რომელიც დღეს გამოქვეყნდა გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.

ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.

ამასთან, გამოკითხულთა 36%-მა გიორგი გახარია დაასახელა, 36%-მა – მიხეილ სააკაშვილი, 35-35%-მა – ბიძინა ივანიშვილი და შალვა ნათელაშვილი, 33-33%-მა -ელენე ხოშტარია და გიორგი ვაშაძე, 31-31%-მა – ალეკო ელისაშვილი და ირაკლი კობახიძე, 29%-მა – მამუკა ხაზარაძე, 27-27%-მა – შალვა პაპუაშვილი და ლევან ხაბეიშვილი, 26-26%-მა – ბადრი ჯაფარიძე და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, 19%-მა – პეტრე ცისკარიშვილი, 17%-მა -გიგა ბოკერია, 9%-მა – პაატა მანჯგალაძე დაასახელა.

IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა.

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” ინფორმაციით, კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები