IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 51% ვადამდელი არჩევნების მომხრეა, 37% კი ამის საჭიროებას ვერ ხედავს.
კითხვაზე მხარს უჭერთ თუ არა ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ, 29% პასუხობს, რომ აბსოლუტურად ეთანხმება, 22% – მეტ-ნაკლებად ეთანხმება, 12% მეტ-ნაკლებად არ იზიარებს ამ მოთხოვნას, 27% კატეგორიალურად არ იზიარებს.
10%-ს ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით პოზიცია არ აქვს.