spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირკუტსკში რუსული სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს შეეჯახა

რუსეთში საცხოვრებელ სახლს კიდევ ერთი სამხედრო თვითმფრინავი დაეჯახა. შემთხვევა ირკუტსკში მოხდა.

 

სუ-30-ის ორივე პილოტი დაიღუპა, მათ კაპატულტირება ვერ მოასწრეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, რაღაც მომენტში ეკიპაჟმა შეწყვიტა კავშირზე გასვლა, რის შემდეგაც კიდევ ერთი თვითმფრინავი გაგზავნეს, რომლის ეკიპაჟმა სუ-30-ის პილოტები უგონო მდგომარეობაში იმ მომენტში დაინახა, როდესაც ისინი უკვე სიმაღლეს კარგავდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, ორივე პილოტი სალონში დაიხრჩო.

 

რუსული მედია წერს, რომ თვითმფრინავი სატესტო ფრენისას ჩამოვარდა.

 

წინასწარი ინფორმაციით, მოსახლეობას შორის დაშავებულები და დაღუპულები არ არიან. ხანძარი 200 კვ.მ.-ზე გავრცელდა.

 

17 ოქტომბერს კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ეისკში რუსული “სუ 34”-ის ტიპის ზებგერითი ავიაგამანადგურებელი ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. შედეგად დაიღუპა 15 და დაშავდა 19 ადამიანი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები