spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ლეო ვარადკარი თანამდებობას და პარტია Fine Gael-ის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს.

 

მისი თქმით, გადაწყვეტილება როგორც პირადი, ასევე პოლიტიკური მიზეზების გამო მიიღო.

 

“თანამდებობას ვტოვებ როგორც Fine Gael-ის პრეზიდენტი და ლიდერი და გადავდგები პრემიერ-მინისტრის პოსტიდან როგორც კი ჩემი შემცვლელი ამ თანამდებობის დაკავებას შეძლებს.

 

ვიცი, რომ აუცილებლად იქნება სპეკულაციები ჩემი გადაწყვეტილების ნამდვილ მიზეზთან დაკავშირებით. არაფერი მაქვს დაგეგმილი. არ მაქვს კონკრეტული პერსონალური ან პოლიტიკური გეგმები“, – განაცხადა ვარადკარმა.

 

ვარადკარის სამპარტიული კოალიციის ხელმძღვანელის პოსტიდან წასვლა ავტომატურად არ გამოიწვევს საყოველთაო არჩევნებს. ლეო ვარადკარის განცხადებით, მან სთხოვა პარტიის გენერალურ მდივანს, ახალი ლიდერის არჩევნები 16 აპრილს ჩანიშნოს. მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემს ირლანდიის პარლამენტს, აღდგომის შემდეგ აირჩიონ ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი.

 

2017 წელს ლეო ვარადკარი ირლანდიის პირველი ღიად გეი პრემიერ-მინისტრი გახდა და ამავე დროს, ის ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკოსი იყო, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა. პრემიერის პოსტზე ის 2022 წელს როტაციის შეთანხმების საფუძველზე დაბრუნდა, რომელიც მწვანეების პარტიასთან სამპარტიულ კოალიციაში ორ მსხვილ პარტიას – Fine Gael-ისა და Fianna Fail-ის შორის შედგა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები