“პარტიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ოპოზიციურ პარტიებს საკანონმდებლო ორგანოს დატოვებისკენ მოუწოდებს.
“არსებული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი, ეს არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ კვლავ და კვლავ ვაცხადებთ: ყველა პარტიამ, რომელიც შესულია პარლამენტში, უნდა დატოვოს საკანონმდებლო ორგანო და როგორც კი პარლამენტში იქნება 100 დეპუტატზე ნაკლები, ავტომატურად დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. ვინც ამჯერადაც არ დატოვებს პარლამენტს, ძალიან ნათელი და მკაფიო იქნება, რომ ის გარიგებულია “ქართულ ოცნებასთან”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.