spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირმა ზავრადაშვილი – მე მჯერა ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მოწოდებული ინფორმაციის, მაგრამ არ მჯერა რუსეთის აგენტების მიერ ორგანიზებული ღონისძიებების

მე მჯერა ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მოწოდებული ინფორმაციის, მაგრამ არ მჯერა რუსეთის აგენტების მიერ ორგანიზებული ღონისძიებების, – ამის შესახებ Front News-ს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა “დროას” მიერ ლარსის სასაზღვრო პუნქტთან რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის დაკეტვის მოთხოვნით დაგეგმილი  აქციის შესახებ  განუცხადა. 

 

“ქართული ოცნების” დეპუტატის თქმით, ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს ოპოზიცია და არა მიგრანტები. 

 

“საფრთხე არის “ნაციონალური მოძრაობა” და მასთან აფელირებული ხოშტარიები, ვაშაძეები და დანარჩენები.  აი, ეს არის ქვეყნის ძირითადი საფრთხე. რუსეთში მილიონი ქართველი ცხოვრობს, მათ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ამ ადამიანებს უქმნის საფრთხეს. სამართალდამცველები კატეგორიულად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება, საზღვრის გადმოკვეთის მცდელობის მქონე ყველა ადამიანის შესახებ ინფორმაციას ფლობენ და ყველაფერს აკონტროლებენ. 

 

რატომ არ უნდა ვენდო მე ამ ინფორმაციას და რატომ უნდა ვენდო რუსეთის აგენტებს? 

 

“დროამ” ჯერ თავისი თანხები გააკონტროლოს და გამჭვირვალედ დადოს, საიდან ერიცხება ეს ფული და მერე ჩაატაროს აქციები. ხოშტარიას ორგანიზებულ აქციაზე კომენტარს როგორ მაკეთებინებთ?! ქალი, რომელიც ოფიციალურად რუსეთის აგენტია, მათ ინტერესებს ემსახურება. გარდა ამისა,  2008 წლის შემდეგ ეგ და მისი ხალხი ყვავილებით და ვარდებით ხვდებოდა რუსეთიდან შემოსულ ხალხს და ახლა გახდა პრობლემა ლარსის საზღვარი?!“- განაცხადა ზავრადაშვილმა. 

 

კითხვაზე როგორ უნდა გაუმკლავდეს ქვეყანა მიგრანტების ამ რაოდენობას, დეპუტატი აცხადებს, მას სჯერა სამართალდამცველი ორგანოების. 

 

“ამ მიმართულებით სპეციალური სამსახურები მუშაობენ. ხომ გამოაქვეყნა ხელისუფლებამ შემოსული და გასული ადამიანების რაოდენობა? კომპეტენტიური ადამიანები ლაპარაკობენ იმაზე, რომ საზღვრები კონტროლდება. რატომ არ არის საკმარისი და რატომ არ გჯერათ, ვერ ვხვდები? მე მჯერა ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მოწოდებული ინფორმაციის, მაგრამ არ მჯერა რუსეთის აგენტების მიერ ორგანიზებული ღონისძიებების. ეჭვიც არ მეპარება,  რომ ქვეყნისთვის საზიანო საქმეს ემსახურებიან“, – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა. 

 

რუსეთიდან  მომავალი მიგრანტების ნაკადისათვის საზღვრის დაკეტვის მოთხოვნით დღეს აქცია „დროას“ ორგანიზებით ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნტთან იგეგმება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები