spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ის კომპრომისული წინადადებები, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, ისევ დევს მოლაპარაკების მაგიდაზე”

ის კომპრომისული წინადადებები, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, ისევ დევს მოლაპარაკების მაგიდაზე და ოპოზიციას შეუძლია, ნებისმიერ მომენტში მიიღოს ეს საკითხები და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ საუბარი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ვერ შეძლო ვერცერთი კომპრომისული ნაბიჯის გადმოდგმა მოლაპარაკების პერიოდზე და ამის გამო ეს დიალოგი ქვეყნისთვის სასურველი შედეგით ვერ დასრულდა.

„ჩვენ დეტალურად ჩავაყენეთ საქმის კურსში საპარლამენტო უმრავლესობა ყველა საკითხთან დაკავშირებით და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ის კომპრომისული წინადადებები, რომლებიც ჩვენ შევთავაზეთ, ისევ დევს მოლაპარაკების მაგიდაზე და ოპოზიციას შეუძლია, ნებისმიერ მომენტში მიიღოს ეს საკითხები და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ საუბარი. სამწუხაროა, რომ ოპოზიციას, განსაკუთრებით რადიკალურ ნაწილს არ ეყო გამბედაობა, ეთქვა თავისი მხარდამჭერებისთვის სიმართლე – რომ შეუძლებელია სამართლის პრინციპების წინააღმდეგ წასვლა და რომ „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად ჰქონდა უამრავი კომპრომისული წინადადება“, – განაცხადა მდინარაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები