spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ისაკაძის ქუჩაზე 55 დღის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

თბილისის მერიის განცხადებით, 5 დეკემბრიდან 55 დღის განმავლობაში, საბურთალოს რაიონში, ისაკაძის ქუჩაზე წყლის ქსელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შესაბამისად, ავტომობილებისთვის გადაადგილება სრულად შეიზღუდება მგალობლიშვილისა და ისაკაძის ქუჩების კვეთიდან გაგარინისა და ისაკაძის ქუჩების კვეთამდე.

 

აღნიშნული სამუშაოების პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მგალობლიშვილის ქუჩის, ჟვანიას მოედნის, პეკინის გამზირისა და გაგარინის  ქუჩის გამოყენებით.

 

ისაკაძის ქუჩაზე ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები