ისანში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს.
მკვლელობა წუხელ მოხდა.
სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
როგორც Front News-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.