თბილისში, ისანში, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ძლიერი ხანძარია.
როგორც Front News-ს საგანგებო სიტუაციების მართვოს სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
“ხანძარი არის ისნის ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ღია სივრცეში. ცეცხლი ავტომანქანის ძველ ნაწილებს მოედო. ადგილზე ვართ შესაბამისი ძალებით, მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი“, – განაცხადეს საგანგებო სამსახურში.