spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ისეთ რაღაცებს ვხედავ ტელევიზორში, საერთოდ ტელევიზორი უნდა გადავაგდო, 99% ტყუილია”

ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში ლევან ვასაძე მოსახლეობას შეხვდა. ადგილზე მას რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, კლიმენტი კეკუტია დახვდა. როგორც კეკუტიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ის ვასაძეს შემთხვევით შეხვდა და მასთან ერთად პოლიტიკაში ჩართვას არ აპირებს.

"ჩემი შვილების ბებია ცხოვრობს აქ, ხანდაზმული ქალბატონია და მის სანახავად მოვედი. გამოვრიცხავ პოლიტიკაში მოსვლას. ლევანი ჩემი მეგობარია და "კანეშნა", სადაც ჩემს მეგობარს სჭირდება, მე იქ ვარ"-აცხადებს კეკუტია. 

ბიზნესმენმა ჟურნალისტებსაც მიმართა:

"თქვენ გაინტერესებთ, თორემ საზოგადოებას საერთოდ არ აინტერესებს კლიმენტი კეკუტია რას აკეთებს და რას – არა. თქვენ გაინტერესებთ, ამიტომ მე ერთ რაღაცას გეტყვით და დაგარიგებთ: უბრალოდ ისეთ რაღაცებს ვხედავ ტელევიზორში, საერთოდ ტელევიზორი უნდა გადავაგდო. 99% ტყუილია ზოგიერთ ტელევიზიაში"-აცხადებს კეკუტია. 

რაც შეეხება ლევან ვასაძეს, ის პარტია "ერთობა, რაობა, იმედს" აფუძნებს და პოლიტიკაში მოდის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები