spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ისინი აპირებენ, რომ დადონ კონკრეტული ტექსტი, რომელიც უკვე აღარ ექვემდებარება დისკუსიას”

"გირჩი – მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკების მაგიდაზე ხვალ კონკრეტულ ტექსტს დადებს, რომელიც დისკუსიას აღარ დაექვემდებარება.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო პარტნიორების ხვალიდენლი პოზიცია უნდა იყოს პრინციპულად განსხვავებული იმ პოზიციებისგან, რაც აქამდე გაჟღერებულა. 

მისივე თქმით, თუ საუბარია კომპრომისზე, დათმობაზე "ქართული ოცნება" უნდა წავიდეს. 

"ისინი აპირებენ, რომ დადონ კონკრეტული ტექსტი, რომელიც უკვე აღარ ექვემდებარება დისკუსიას. შესაბამისად, ვინც დათანხმდება დათანხმდება, ვინც არა – არა. მე მგონია, რომ ჩვენი მეგობრების პოზიცია პრინციპულად განსხვავებული უნდა იყოს იმისგან, რაც გვესმოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სადაც ისინი ორივე მხარეს მოუწოდებდნენ კომპრომისისკენ და ეუბნებოდნენ, რომ "თქვენზეა ახლა პასუხისმგებლობა".

კი, ცხადია, პასუხისმგებლობა არის, თუმცა პასუხისმგებლობა საბოლოო ჯამში დადის რაღაც კონკრეტულ თემებზე. ეს თემები გაწერილია შარლ მიშელის 5 პუნქტში და იმ ხუთივე პუნქტში ამ წუთში პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. შესაბამისად, თუ რაიმე კომპრომისზეა საუბარი, დათმობა უნდა იყოს იქეთა მხრიდან", – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ "ფორმულას" ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები