ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთით ვულკანი ამოიფრქვა. მან საფრთხე შეუქმნა ახლომდებარე პატარა ქალაქს, თუმცა ის ადრე იყო ევაკუირებული და არცერთი ადამიანი არ დაზარალებულა.
”არაფერი ემუქრება ადამიანების სიცოცხლეს, თუმცა ინფრასტრუქტურა შეიძლება საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს”, – განაცხადა ისლანდიის პრეზიდენტმა გუდნი იოჰანესონმა და დასძინა, რომ საჰაერო მიმოსვლაში შეფერხება არ ყოფილა.
ხელისუფლების განცხადებით, ამოფრქვევა დაიწყო ქალაქის ჩრდილოეთით, დილით ადრე, თუმცა ევაკუაცია დეკემბრიდან უკვე მეორედ, საშიშროების გამო იქამდე დაიწყო.