spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ისლანდიის დედაქალაქიდან 25 კილომეტრში ვულკანი ამოიფრქვა

ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკიდან სულ რაღაც 25 კილომეტრში მთაზე ვულკანი ამოიფრქვა, რასაც წინ რამდენიმე დღის განმავლობაში გახშირებული მიწისძვრები უძღოდა.

 

ტურისტებს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს მოუწოდებენ მომწამვლელი გაზების გამო მოერიდონ ტერიტორიას, თუმცა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების მყისიერი საფრთხე არ არსებობს.

 

ვულკანის გამო გამოცხადდა “წითელი კოდი”, რათა თვითმფრინავებმა ახლოს არ გადაიფრინონ, თუმცა სიტუაციის შესამოწმებლად ადგილზე ვერტმფრენები გაგზავნეს.

 

“ჯერჯერობით ისლანდიიდან და ისლანდიის მიმართულებით ფრენების შეფერხება არ მომხდარა და საერთაშორისო ფრენების დერეფნები ღია რჩება“, – აღნიშნულია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები