spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ისრაელი “ჰეზბოლას” დარტყმაზე პასუხს ამზადებს

ისრაელი გოლანის მაღლობის ჩრდილოეთით სტადიონზე “ჰეზბოლას” დარტყმაზე პასუხს ამზადებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა საპასუხოდ “მოქმედების კურსი” უკვე აირჩია.

თავდასხმის შემდეგ, სამხედრო და უსაფრთხოების მაღალჩინოსნებმა ისრაელის თავდაცვის მინისტრს “ჰეზბოლას” წინააღმდეგ მოქმედების ვარიანტები“ წარუდგინეს.

“გალანტმა მოქმედების მიმართულებები განსაზღვრა და თავდაცვის დეპარტამენტს შესაბამისი მითითებები მისცა“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

ამასთან, ჩრდილოეთ ისრაელის დრუზთა (ისრაელის მოქალაქე არაბები) საზოგადოება აცხადებს, რომ “ჰეზბოლამ” გადალახა ყველა წითელი ხაზი და თუ ისრაელი არ უპასუხებს, მაშინ ჩვენ  გავაკეთებთ ამას”. დრუზებმა ისრაელის ხელისუფლებას 4-საათიანი ვადა მისცეს.

ისრაელის მედიის ცნობით, გოლანის მაღლობზე საჰაერო თავდასხმას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 30-მდე პირი. დაღუპულთა და დაშავებულთა ასაკი 10-დან 20 წლამდეა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ “ჰეზბოლას“ თავდასხმის შედეგად რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. “ჰეზბოლა“ თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.

მომხდარის გამო პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-დან ისრაელში სასწრაფოდ ბრუნდება.

იმავდროულად, შეერთებულმა შტატებმა გამოთქვა შეშფოთება, რომ გოლანზე დარტყმამ შეიძლება გამოიწვიოს ომი ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები