spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ისრაელი მზადაა, მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზის პროცესში ჩაერთოს

ისრაელი თანახმაა, მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზის პროცესში ჩაერთოს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

 

“წერილი  გაიგზავნა ისრაელში, ნატო-ს წევრ სახელმწიფოებში და აშშ-ში. საუბარია 50 საექსპერტო ჯგუფზე. ისრაელმა თანხმობა უკვე გამოგვიცხადა. რამდენიმე წუთის წინ, აშშ-დან ერთი ექსპერტისგან მოგვივიდა თანხმობა”, – აცხადებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. 

 

მისივე თქმით, ნატო-ს წევრი რომელი ქვეყნის მედიკოსები ჩაერთვებიან საქართველოს მესამე პრეზიდენტის  ჯანმრთელობის ექსპერტიზაში, კვირის ბოლომდე გაირკვევა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები