spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ისრაელის არმია – “ჰამასი” ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის თავდასხმისთვის

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ხუთი და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა “ჰამასმა“ აიღო. სარაკეტო იერიშამდე ისრაელის ტერიტორიაზე პალესტინელი მებრძოლების რამდენიმეწევრიანი ჯგუფიც შევიდა.

 

მედიის ცნობით, დაჯგუფება “ჰამასის“ მიერ გავრცელებულ აუდიო განცხადებაში საუბარია, რომ დაიწყო ოპერაცია “ალ-აქსას შტორმი“ და პალესტინელი მებრძოლების სამიზნეს აეროპორტები და სამხედრო ობიექტები წარმოადგენს. მათივე განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით 5 000 რაკეტა გაუშვა.

 

მომხდარის გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.

 

ისრაელის თავდაცვის არმია აცხადებს, რომ “ჰამასი” “ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის” დილით ადრე განხორციელებული მოულოდნელი თავდასხმისთვის.

 

“ჰამასმა” ჩაატარა კომბინირებული ოპერაცია, რომელიც მოიცავდა სარაკეტო თავდასხმებს და ტერორისტების შეღწევას ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. “ცახალი” დაიცავს ისრაელის სახელმწიფოს მცხოვრებლებს, ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასი” გადაიხდის ძალიან მძიმე ფასს”, – აცხადებენ არმიაში.

 

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს გამთენიისას გაუშვეს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები