spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ისრაელის ელჩი – არ გავჩერდებით და არ დავნებდებით, ვიდრე ყველა არ დაბრუნდება

საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი „ჰამასის“ მიერ სამი ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას ეხმაურება.

“რომი, ემილი, დორონ, კეთილი იყოს თქვენი სახლში დაბრუნება. რამდენი ხანი ველოდით და ვლოცულობდით ამ წამისთვის. მადლობა, რომ დაბრუნდით.

როგორი ემოციური და ძალის მომცემი დღეა. ჩვენ ყველა განვიცდით ემოციების სრულ სპექტრს – ცრემლები ეკრანების წინ, დაუსრულებელი მოლოდინი, დიდი იმედი და ღრმა შეშფოთება მათ მიმართ, ვინც ჯერ არ დაბრუნებულა.

ჩვენ არ გავჩერდებით და არ დავნებდებით, ვიდრე ყველა არ დაბრუნდება“, – წერს ელჩი სოციალურ ქსელში.

ისრაელის არმიის განცხადებით, სამი მძევალი უკვე ისრაელის ტერიტორიაზეა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები