spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ისრაელის ელჩი – ღაზის მოსახლეობა არ არის ჩვენი მტერი, ისრაელი იბრძვის საერთაშორისო სამართლის შესაბამისად

დღეს კანცლერი შოლცი ვიზიტით ჩადის ისრაელში, ხვალ ველოდებით პრეზიდენტ მაკრონის, ბაიდენის ვიზიტს. ისრაელში მსოფლიო ლიდერების ჩასვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ძალიან მკაფიო გზავნილია, რომ ისრაელი არ არის მარტო ტერორიზმის წინააღმდეგ ამ ბრძოლაში, რომ მსოფლიო მხარს გვიჭერს, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

“ისრაელის თავდაცვის ძალები ძალიან ძლიერია და ძალუძს შეასრულოს მთავრობის მიერ დასახული ამოცანა. პოლიტიკური მხარდაჭერა, იმის ცოდნა, რომ მსოფლიო მხარს გვიჭერს ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამ მომენტისთვის მოკლულია დაახლოებით 1 400 ისრაელელი და შესაძლოა, ეს რიცხვი ჯერ არ იყოს საბოლოო. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ შევძელით ყველა გარდაცვლილის ინდენტიფიცირება. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები ჰყვებიან, რომ მათი კარიერის განმავლობაში ამგვარი რამ არასდროს გამოუცდიათ. ეს არის ის, რაც მოხდა 7 ოქტომბერს. ომი გაგრძელდება, მე-11 დღეა, რაც ისრაელი დარტყმებს ახორციელებს ღაზის სექტორში სამხედრო სამიზნეებზე. ჩვენი სამიზნე არის „ჰამასის“ ხელმძღვანელობა, „ჰამასის“ ინფრასტრუქტურა, მათი გვირაბები და ყველაფერი, რაც „ჰამასს“ ისრაელის და ასევე ღაზას მოსახლეობის დატერორების საშუალებას აძლევს. ეს გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც ამისთვის საჭირო იქნება, რათა აღმოიფხვრას ის საფრთხე, რომელსაც „ჰამასი“ წარმოადგენს ისრაელის ხალხისთვის და ასევე ვიტყოდი, რომ მსოფლიოს მოსახლეობისთვის, რადგან „ჰამასის“ წარმომავლობა არის იგივე, რაც არის “ისლამური სახელმწიფოსი“, საუბარია რადიკალურ, ექსტრემისტულ იდეოლოგიაზე.

 

ჩვენ თავიდანვე ვთქვით, ღაზის მოსახლეობა არ არის ჩვენი მტერი. პირველ რიგში, ისრაელი იბრძვის საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. მეორე, შეძლებისდაგვარად ყველა ზომას ვიღებთ ჩრდილოეთ ღაზაში მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ წავიდნენ სექტორის სამხრეთ ნაწილში. არ გვსურს, ვავნოთ ვინმეს, ვინც უდანაშაულოა და არ მონაწილეობს თავდასხმაში, ვცდილობთ ეს თავიდან ავირიდოთ. სამწუხაროდ, ომში არის მსხვერპლი. ასევე აღსანიშნავია, რომ „ჰამასი“ ხელს უშლის მოსახლეობის სამხრეთით გადაადგილებას. “ჰამასი“ მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს და ლაჩრულად უკან იმალება“, – განაცხადა ელჩმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები