spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ისრაელის ოპერაცია ლიბანში – IDF-ის დარტყმები “ჰეზბოლას” სამიზნეებზე

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში “ჰეზბოლას” ობიექტებზე თავდასხმები დაიწყო, – ამის შესახებ IDF-ის წარმომადგენელი ავიჩაი ადრაე სოციალურ ქსელში წერს.

“ჩვენ ახლა ვბომბავთ ჰეზბოლას სტრატეგიულ ობიექტებს ბეირუთში“, – წერს ადრეა.

ისრაელის მედია წერს, რომ ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა თავდასხმა განახორციელეს ლიბანის ქალაქ სიდონზე, ბეირუთის გარეუბანში.

ლიბანის უსაფრთხოების ორგანოებმა განაცხადეს, რომ ისრაელის ტანკები ქვეყანაში ჯერ არ შესულან, თუმცა, მდინარე ლიტანის მახლობლად ძლიერი დაბომბვა მოხდა და ლიბანის სამხრეთით ისრაელის ავიაცია მუშაობს.

ამასთან, ისრაელის ჩრდილოეთით საჰაერო განგაში გაისმა. მოგვიანებით, ლიბანიდან სამი რაკეტა გაისროლეს ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში, რომელიც ღია ტერიტორიაზე მოხვდა.

30 სექტემბერს დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის არმია გეგმავდა შეჭრას ლიბანის ტერიტორიაზე. ოპერაცია მიზნად ისახავს “ჰეზბოლას” წევრების განდევნას საზღვრიდან და 20-კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნას სახელმწიფოებს შორის ისრაელის ჩრდილოეთით დაბომბვის შესაჩერებლად.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ ბეირუთის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა, რადგან “ჰეზბოლას ობიექტებზე” თავდასხმას გეგმავდნენ.

ლიბანის ჯარებმა უკვე დაიწყეს უკან დახევა ისრაელის საზღვრიდან.

ისრაელის არმიამ ასევე შექმნა დახურული სამხედრო ზონა ლიბანთან ქვეყნის საზღვარზე რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები