ისრაელის თავდაცვის ძალების სარდლობამ გასცა ბრძანება, რომელიც ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებისთვის საქართველოსა და აზერბაიჯანში ყოფნას კრძალავს, – შესახებ ინფორმაციას strana.co.il ავრცელებს.
საქართველოსა და აზერბაიჯანში მყოფ ისრაელის სამხედრო პერსონალს დაევალა დაუყოვნებლივ დატოვონ ეს ქვეყნები. ბრძანება ეხება როგორც წვევამდელებს, ასევე საკონტრაქტო ჯარისკაცებს.
მედიის ინფორმაციით, ბრძანება გაიცა ირანის მუქარის ფონზე, რომ ისრაელის ობიექტებზე საზღვარგარეთ შეტევები განხორციელდება, საქართველოსა და აზერბაიჯანში კი ირანის ბევრი მოქალაქე ცხოვრობს და ეს ქვეყნები თეირანთან ახლო ურთიერთობებს ინარჩუნებენ.