spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ისრაელმა ღაზას სექტორის სრული ბლოკადა გამოაცხადა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ღაზას სრული ბლოკადის შესახებ ბრძანება გასცა – სრულად შეწყდება საკვების და ელექტროენერგიის მიწოდება.

 

“მე გავეცი ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, საწვავი, ყველაფერი დაიხურება. ჩვენ ვიბრძვით არა ადამიანების, არამედ ველურების წინააღმდეგ და შესაბამისად ვიმოქმედებთ”, – განაცხადა მან.

 

მისი თქმით, “ომის წესები შეიცვალა“ და ისრაელის პასუხი ღაზას სექტორზე იმდენად ძლიერი იქნება, რომ მას მომდევნო 50 წლის განმავლობაში ემახსოვრება.

 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ღაზაში მოახლოებული სახმელეთო ოპერაციისთვის 48 საათში 300 000 რეზერვისტის მობილიზება მოახდინა. ეს არის ყველაზე დიდი მობილიზაცია ისრაელის ისტორიაში ასეთ მოკლე პერიოდში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები