ისრაელის ჯარებმა სამხრეთ ლიბანში 1 ოქტომბრის ღამეს დაიწყეს სახმელეთო შეტევები “ჰეზბოლას” ძალების წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში, – განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, IDF-ის ძალებმა დაიწყეს “შეზღუდული, ლოკალიზებული და მიზანმიმართული რეიდები” ჰეზბოლას ტერორისტების სამიზნეებზე სამხრეთ ლიბანის სასაზღვრო ზონაში.
გარდა ამისა, ისრაელის სახმელეთო ძალებს მხარს უჭერს ავიაცია და არტილერია, რომლებიც უტევს სამხედრო ობიექტებს ტერიტორიაზე.
ისრაელის მხარე ასევე აღნიშნავს, რომ “თავდაცვის ძალები მოქმედებენ გენერალური შტაბისა და ჩრდილოეთის სარდლობის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური გეგმის შესაბამისად, რისთვისაც ისრაელის სამხედროებს ბოლო თვეების განმავლობაში წვრთნიდნენ და ამზადებდნენ“.