spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ისტორიაში პირველად – საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორია გადაწერა და პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა.

 

ქართველმა ხელბურთელებმა ბევრისთვის მოულოდნელად ჯგუფის ფავორიტი, უნგრეთის ეროვნული გუნდი, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს და დრამატულ შეხვედრაში მეტოქეს არაფერი დაუთმეს.

 

შეხვედრის მიწურულს, 30:30-ზე ჩვენმა გუნდმა პენალტის შესრულების უფლება მოიპოვა, რომელიც გიორგი ცხოვრებაძემ გოლად აქცია და მატჩის ბედიც გადაწყვიტა. 

 

საბოლოოდ 31:30 და საქართველო ევროპის ჩემპიონატზეა, რომელიც 2024 წლის 10-28 იანვარს გერმანიაში გაიმართება.

 

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები