spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იტალიაში ახალგაზრდა ქართველ ქალს ეძებენ

5-დღეა, იტალიაში ახალგაზრდა ქართველ ქალს ეძებენ. ემიგრანტებმა გუშინ საპროტესტო აქცია გამართეს და სამართალდამცველებსა და საქართველოს საელჩოს სამძებრო სამუშაოების გააქტიურებისკენ მოუწოდეს.

 

დაკარგულის კვალი ქალაქ ნეაპოლში, 22 იანვარს, საღამოს იკარგება. 

 

გავრცელებული ინფორმაციით, სახლიდან მან ნაგავი გაიტანა, თუმცა უკან აღარ დაბრუნებულა.

 

სალომე ტეტუნაშვილი იტალიაში 2 წლის წინ წავიდა და იქ მომვლელად დასაქმდა. იტალიაში მუშაობს დაკარგული გოგონას დედაც.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები