spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იტალიური მედია სამცხე-ჯავახეთის შესახებ სიუჟეტებსა და სტატიებს მოამზადებს

სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ  რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით, იტალიელ ჟურნალისტსა და სოციალურ მედია-ინფლუენსერს კონსუელო ჯენარის უმასპინძლა.

პრესტურის ფარგლებში, ჟურნალისტმა  რეგიონის ტურისტული ღირსშესანიშნაობები მოინახულა.

ბორჯომის ცენტრალური პარკი, ახალციხის ციხე, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, სოფელი სარო, კურორტი აბასთუმანი – იმ ტურისტულ ადგილებს შორისაა, რომლის შესახებაც იტალიელი ჟურნალისტი მაყურებელს შთაბეჭდილებებს გაუზიარებს.  კონსუელა ჯენარი ასევე ესტუმრა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანას” სადემონსტრაციო ნაკვეთს, სადაც ისტორიული მესხური ჯიშის მარცვლეული კულტურების აღდგენა/სელექცია ხორციელდება.

ტურის ფარგლებში მოხდა სამცხე-ჯავახეთის ტურისტული სერვისების გაცნობაც, როგორიცაა განთავსებისა და გასტრონომიული ობიექტები.

ინფოტურის შედეგად, იტალიელი ჟურნალისტი და ინფლუენსერი რეგიონის ძირითადი ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ 30-წუთიან ფილმს და სტატიებს მოამზადებს, რომლებიც იტალიურ მედიაპლატფორმებზე გავრცელდება.

პრესტურის მხარდამჭერები არიან – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები და დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის წევრი კომპანიები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები