იტალიური ფეხბურთისა და “სერია ა”-ს ლეგენდარული მოთამაშე ჯანლუკა ვიალი დღეს, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ვიალი ებრძოდა ვერაგ დაავადებას, პანკრეასის კიბოს, რომელიც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.
მას უთამაშია ისეთ გუნდებში, როგორებიცაა: სამპდორია, იუვენტუსი, კრემონეზე, ჩელსი. იგი ასევე ღირსეულად ატარებდა იტალიის ეროვნული ნაკრების მაისურს.
1990-იან წლებში ვიალი ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად მიიჩნეოდა.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი