spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იუკა კოპრა – თქვენ ყველაფერი გაქვთ, რომ დემოკრატია მოუტანოთ ამ ქვეყანას, ჩვენ ვართ იმისთვის, რომ თქვენ მხარი დაგიჭიროთ

დემოკრატიას სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიას სჭირდება ხალხი. აქ ძალიან ბევრ ხალხს ვხედავ, – ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ იუკა კოპრამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველ საზოგადოებას ყველაფერი აქვს, რომ დემოკრატია მოუტანოს ქვეყანას.

“დემოკრატიას სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიას სჭირდება ხალხი. აქ ძალიან ბევრ ხალხს ვხედავ. ეს არ არის ჩემი პირველი ჩამოსვლა თბილისში, მე პირველად აქ 1978 წელს ვიყავი, როცა პატარა ვიყავი, როდესაც საბჭოთა მმართველობა იყო. როდესაც მე და ჩემი ოჯახი ჩამოვედით აქ იყო დემონსტრაციები რუსთაველის გამზირის და ხალხი აპროტესტებდა საბჭოთა ენის კანონს. ქართველებმა შეძლეს და საბჭოთა მთავრობას უკან დაახევინეს, თქვენ ქართველებს კარგი ისტორია გაქვთ საპროტესტო აქციების, თქვენ ყველაფერი გაქვთ, რომ დემოკრატია მოუტანოთ ამ ქვეყანას, ჩვენ ვართ იმისთვის, რომ თქვენ მხარი დაგიჭიროთ. ჩვენ ვართ ევროპა, თქვენ ხართ ევროპა“, – განაცხადა იუკა კოპრამ.

პარლამენტთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას ევროპელი დეპუტატები შეუერთდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები